შემთხვევა
სოფელ მატანში მსუბუქი ავტომანქანა გადაბრუნდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მიმავალი მანქანისთვის გზის აქცევას ცდილობდა, რა დროსაც გადაბრუნდა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.


| Print |
FaceBook Twitter Google