შემთხვევა
აფენი-გურჯაანის გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას აფენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.


მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სოფელ ვეჯინში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ლევან ჯანიაშვილი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილში გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვარდა და მანქანა ზედ დაეცა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


 

| Print |
FaceBook Twitter Google