შემთხვევა
ავარია გურჯაანში - მოპედის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქალაქ გურჯაანში, სანაპიროსა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოპედი მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და 06-ის მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო მოპედის მძღოლმა. ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდიანარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.



| Print |
FaceBook Twitter Google