შემთხვევა
ახმეტაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ახმეტაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტიციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. ის ჯერ ახმეტის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ზედა კიდურების ტრავმის გამო მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ახმეტა /