შემთხვევა
გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა
გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟები. ამ დროისთვის დაშავებული მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


| Print |
FaceBook Twitter Google