შემთხვევა
გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა
ქალაქ გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა. გვიან ღამით ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, თუმცა ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მაშველებმა ქალის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google