შემთხვევა
მამაკაცი რომელმაც ხანძრისას მეზობლის დაღუპის ამბავი გაიგო, გარდაიცვალა
გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ხანძარს კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, მეზობელი მამაკაცი, რომელმაც ხანძრისას ქალის დაღუპვის ამბავი გაიგო,  სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ქალაქ გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა. გვიან ღამით ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, თუმცა ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მაშველებმა ქალის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.


| Print |
FaceBook Twitter Google