შემთხვევა
ავარიის შედეგად სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილე დაშავდა
წნორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე  მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა კედელს შეეჯახა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული პოლიციელი წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

როგორც speqtri.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google