შემთხვევა
აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და პრესსამსახურის თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ
თბილისში, აქციაზე მიმავალი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და პრესსამსახურის თანამაშრომლები ავარიაში მოყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში მოხდა.
მერის ავტომანქანა სამარშუტო ტაქსს შეეჯახა.

მერი და მისი თანამშრომლები ამჟამად საგარეჯოს საავადმყოფოში იმყოფებიან.  წინასწარი ინფორმაციით, ყველას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კი თავი აქვს გატეხილი.


| Print |
FaceBook Twitter Google