შემთხვევა
ავარია გურჯაანში - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, დამტვრეულია მანქანები
გურჯაანში, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ რამდენიმე მანქანას, შემდეგ კი ნონეშვილის გამზირზე მდებარე ჯიხურსა და ავერსის აფთიაქს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ახალგაზრდა გოგონა კი, რომელიც ქვეითად მოძრაობდა, შედარებით მძიმედაა.

ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.


| Print |
FaceBook Twitter Google