შემთხვევა
ავარია სოფელ კახიფარში - დაშავდა სამი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში სამი ადამიანი დაშავდა.
ერთ- ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ის გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა განათების ბოძს დაეჯახა .

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google