შემთხვევა
სოფელ ვანთაში ხუთი თვის ორსული გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში ხუთი თვის ორსული, 31 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც speqtri.ge-ს სოფელში მერის წარმომადგენელმა გიორგი ნაპირელმა განუცხადა, ქალს ორი დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა.
-„ორი დღე მაღალი სიცხეები ჰქონია, ექიმთან არც ყოფილა მისული. ეზოში მდგარი გადავარდა და გული გაუჩერდა, ვეღარ გადაარჩინეს,“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად კი შესაბამისი ექსპერტიზიებია დანიშნული.




| Print |
FaceBook Twitter Google