შემთხვევა
სოფელ კონდოლში ავტომანქანა ამობრუნდა - დაშავდა ორი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ორი ადამიანი დაშავდა.
დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ორივე დაშავებული თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ემერჯენსის მთავარი ექიმის მაია მრელაშვილის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

,,აღენიშნებათ მრავლობითი მოტეხილობები და ქალა- ტვინის ტრავმა, თუმცა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მდგომარეობა არა აქვთ, უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევები".

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.


| Print |
FaceBook Twitter Google