შემთხვევა
ყვარლის გზაზე მომხდარ ავარიას ველისციხელი მამა-შვილი ემსხვერპლა
ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.



| Print |
FaceBook Twitter Google