შემთხვევა
სოფელ ზეგაანში სახლი დაიწვა - მძიმედ დაშავდა 30 წლის ახალგაზრდა
გამთენიისას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სრულად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც.
ხანძრის შედეგად სახლის მეპატრონე 30 წლამდე კაცი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანა, მოგვიანებით კი თბილისში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

ადგილზე მუშაობდა გურჯაანის, ყვარლისა და თელავის 6 სახანძრო ეკიპაჟი. მომხდართან დაკაშირებით დაწყებული გამოძიება.


| Print |
FaceBook Twitter Google