შემთხვევა
გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, ერთმანეთს "ფორდისა" და "ოპელის" მარკის მანქანა შეეჯახა. 
როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google