შემთხვევა
სოფელ ართანაში ცოლთან დაშორების შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში 24 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სახის არეში თვითდაზიანება მიიყენა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი მეუღლესთან დაშორების გამო დეპრესიაში იყო და ნასვამ მდგომარეობაში  მყოფმა თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google