შემთხვევა
სოფელ წინანდალში ავარია მოხდა
ავარია მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. საპირისპირო მხარეს მოძრავი "ნისანის" მარკისა და ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ დისტრიბუციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კარს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე საავარიო სიტუაცია ხშირად იქმნება, რის გამოც ისინი ე.წ. "ჭკვიანი კამერების" დამონტაჟებას ითხოვენ.



| Print |
FaceBook Twitter Google