შემთხვევა
თელავში ავტომანქანა დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი ჯერ ამოტრიალდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
| Print |
FaceBook Twitter Google