შემთხვევა
ყვარელში 25 წლამდე კაცს რკინის საგნით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს
ყვარელში 25 წლამდე კაცს ბლაგვი საგნით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ ოჯახში მასპინძლის სიძის ძმას სტუმრად მყოფი მამაკაცი რკინის საგნით ფიზიკურად გაუსწორდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა უგუნო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მედისკოსების შეფასებით, მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

| Print |
FaceBook Twitter Google