შემთხვევა
80 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს.

თანასოფლელებმა ალექსი ოხანაშვლი ბოლოს მდინარე ალაზნის პირას ნახეს, სადაც საქონელს მწყემსავდა.

ერთ-ერთი ვერსიით, კაცი საქონლის გამოსაყვანად მდინარეში შევიდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და თბილისის სწარფი რეაგირების ბაზის მყვინთავები.


| Print |
FaceBook Twitter Google