შემთხვევა
ძაღლის მკვლელობის გამო თელავში პოლიციამ გამოძიება დაიწყო
თელავში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო. ნაზი ჯაშიაშვილი ყვება, რომ მის ძმას ძაღლი შემოაკვდა. როგორც ის იხსენებს მისი ძმა კორპუსში შესვლას ცდილობდა, თუმცა ცხოველის აგრესიულობის გამო, იძულებული გახდა საკუთრებაში არსებული იარაღიდან გაესროლა.

"ჩემი ძმას იარაღია გაფორმებული აქვს, რადგან ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. მიუსაფარი ძაღლების სიმრავლის გამო კორპუსში შემოსვლას ვერ ახერხებდა. ძაღლმა მისი კბენა სცადა, რა დროსაც გაისროლა და ტყვია ძაღლს მოხვდა. ქუჩის ძაღლების გამო თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ არამარტო მე, არამედ მეზობლებიც, ამიტომ თელავის მერისაც მივმართე რამდენჯერმე, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია,"- ამბობს ნაზი ჯაშიაშვილი.

მეზობლების ინფორმაციით, კაცმა გამაფრთხილებელი გასროლა თავდაცვის მიზნით რამდენჯერმე განახორციელა, თუმცა ტყვია ძაღლს მოხვდა.

აღნიშნული ფაქტი თელავში გუშინ ალაზნის გამზირზე მოხდა. 

| Print |
FaceBook Twitter Google