შემთხვევა
თელავში გაჩერებულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
თელავში, 26 მაისის ქუჩაზე  მერსედესის მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
მანქანა გაჩერებულ მდგომარეობაში აალდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე ერთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



| Print |
FaceBook Twitter Google