შემთხვევა
თელავი-შუამთის გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
თელავი- შუამთის გზაზე ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და ფორდის მარკის სატვირთო შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით,შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ სატვირთო ამობრუნდა.დაშავდა შუახნის ასაკის  სამი მამაკაცი. ისინი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს.

მომხდარის გამო, მოძრაობა შეფერხებული იყო გომბორის მიმართულებით.ადგილზე სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარება და პოლიციაა მობილიზებული.
| Print |
FaceBook Twitter Google