შემთხვევა
ახალსოფელში მანქანა სკამზე მჯდომ მოქალაქეებს დაეჯახა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკამზე მჯდომ მოქალაქეებს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე მათგანი კი საავადმყოფოში მიყენებული დაზიანებებით მოხვდა. მედიკოსებით თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს და საჭე ვერ დაიმორჩილა.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

შემთხვევა წუხელ მოხდა.


| Print |
FaceBook Twitter Google