შემთხვევა
გურჯაანში კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა
გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, ერთი-ერთი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ჯერ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა. როგორც speqtri.ge-ს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია. მოზარდს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ელენთა და თირკმელი ამოაცალეს და კატასტროფის ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. 

| Print |
FaceBook Twitter Google