შემთხვევა
სარწყავ არხში ველისციხელი ახალგაზრდა დაიხრჩო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე,სარწყავ არხში 37 წლის კაცი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ახალგაზრდა სოფელ ველისციხის მკვიდრია. ის არხში საბანაოდ შევიდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მამაკაცს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მეუღლე კი 2 წლის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაეცვალა.
| Print |
FaceBook Twitter Google