შემთხვევა
იარაღით თამაშობდნენ - კონდოლში 9 წლის ბავშვს მეგობარმა დაზიანება მიაყენა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან, პნევმატური იარაღიდან გასროლით მიყენებული დაზიანებებით, 9 წლის მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს.
მოზარდები იარაღით თამაშობდნენ , რა დროსაც ერთ- ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა. 9 წლის ბავშვს დაზიანება ღვიძლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეოს საგამოძიებო მოქმედებები.
| Print |
FaceBook Twitter Google