შემთხვევა
ავარიისას დაშავებული მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს
გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლის მოზარდი დამატებითი გამოკვლელებისთვის თბილისში გადაიყვანეს.
ამის შესახებ speqtri.ge-ს ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის მრავალპროფილური ცენტრის დირექტორმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა.
„გუშინ მოიტანეს ერთი გვამი, მეორე ერთ საათში დაიღუპა, ხოლო 12 წლის ბავშვი გადავიყვანეთ იაშვილის კლინიკაში. მას წელის მალის მოტეხილობა აქვს და დამატებითი კვლევები უტარდება.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ გურჯაანი-ყვარლის გზაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რა დროსაც ერთი გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე ასაკის ქალი, 25 წლამდე მამაკაცი კი, კლინიკაში მიყვანიდან ერთ საათში დაიღუპა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / მოზარდი /