შემთხვევა
იყალთოში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალგაზრდა მამაკაცმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით, დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / იყალთო /