შემთხვევა
ჩუმლაყში მომხდარი ავარიის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

“ფორდ ტრანზიტის “ მარკის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა გადაუბრუნდა.შემთხვევის შედეგად, მძღოლმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის “ კლინიკაში მოათავსა.

საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google