შემთხვევა
როგორია გურჯაანში ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
გურჯაანში გუშინ მომხდარი ავარიისას დაშავებული ორი 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ speqtri.ge-ს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა განუცხადა.
-"35 წლამდე ასაკის ქალისა და კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმე. პოლიტრამვები ჰქონდათ, დაზიანებები აღენიშნებათ თავის, გულ-მკერდის არეში, დაზიანებული იყო ღვიძლი. ელენთა ორივე მათგანს ამოვკვეთეთ, ჩაუტარდათ ოპერაცია და ამ დროისთვის რეანიმაციაში არიან,"-აღნიშნა ორველავილმა.

ცნობისთვის, გუშინ ,გურჯაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
| Print |
FaceBook Twitter Google