შემთხვევა
ლაგოდეხში ავარიის შედეგად ორმა ადამიანმა სხეულის დამწვრობა მიიღო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მომხდარი ავარიის შედეგად ორმა ადამიანმა სხეულის დამწვრობა მიიღო.
თვითმხილეველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა, რამაც ცეცხლის აალება გამოიწვია. მთლიანად დაიწვა მიკროავტობუსი, ხოლო მძღოლმა და ერთმა მგზავრმა სხეულის დამწვრობა მიიღო.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google