შემთხვევა
ლაგოდეხი-წნორის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ლაგოდეხი - წნორის დამაკავშირებელ გზაზე, BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთ ხვევა გამთენიისას მოხდა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლაგოდეხში მცხოვრები კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 276- მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google