შემთხვევა
ახმეტაში 3 წლის ბავშვმა წამალი დალია და გარდაიცვალა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში უბედური შემთხვევა მოხდა. 3 წლის ბავშვმა, რომელიც 6 წლის დასთან  ერთად თამაშობდა, ფსიქოტროპული წამალი დალია.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი 4 აპრილის ღამეს, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი და-ძმა, სოფელ ახშანში ბებიასთან იზრდებოდა. ბავშვები ბებიას სოციალურმა სამსახურმა 2020 წელს გადასცა.

მცირეწლოვნების ოჯახიდან განრიდების მიზეზი, მშობლების ალკოჰოლური სასმელისადმი მიდრეკილება და არასათანადო პირობებში ცხოვრება გახდა.




| Print |
FaceBook Twitter Google