შემთხვევა
სოფელ კოლაგში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, 12 წლის მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის ხელმძღვანელმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა, არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"პაციენტი დოლით შემოიყვანეს ჩვენთან. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რეანიმაციაშია და იქ გადის მკურნალობის კურსს. აღენიშნება მენჯის, წვივისა და სახის ძვლების მოტეხილობა,"-აღნიშნა გელა ორველაშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, მოზარდი კოლაგში სტუმრად იმყოფებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google