შემთხვევა
კვარიათში უკრაინელ ქალს ავტომანქანა დაეჯახა
დღეს, 21 ივლისს, აჭარაში, კვარიათის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე უკრაინიდან დევნილ ქალს მანქანა დაეჯახა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ამ დროისთვის დაზარალებული ბათუმის ერთ-ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. წინასწარი შეფასებით, მას თავის ქალის ტრავმა აქვს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაშავებული ქალი ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ კვარიათის ცენტრალურ გზას კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ავტობუსისთვის გვერდის ასავლელად საპირისპირო მოძრაობის მონაკვეთზე გადავიდა და ქალს დაეჯახა.

დაშავებული უკრაინელი ქალი შემთხვევის ადგილთან ახლომდებარე სასტუმროში დედასთან ერთად დროებითი ცხოვრობს.
| Print |
FaceBook Twitter Google