შემთხვევა
სოფელ აკურაში მარტოხელა ქალს სახლი დაეწვა
ხანძარი იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. საცხოვრებელ სახლს, სადაც სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა.  სრულად განადგურდა შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმელიდან გაჩდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თელავის მერიის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით,  ზარალის შესწავლის შემდეგ დახმარების საკითხზე იმსჯელებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აკურა / ხანძარი /