შემთხვევა
სოფელ ყარაჯალაში მდებარე წისქვილში 40 წლამდე კაცი დაიღუპა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასთან მდებარე წისქვილში 40 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი წისქვილის დანადგარმა ტანსაცმლით ჩაითრია და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ კურდღელაურის მკვიდრია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google