შემთხვევა
სოფელ კაჭრეთში ავარიას ფეხითმოსიარულე ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კაჭრეთში. კოლეჯ "აისის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა 60 წლამდე ასაკის ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მძღოლი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
| Print |
FaceBook Twitter Google