შემთხვევა

თელავში, 26 მაისის ქუჩაზე მერსედესის მარკის ავტომანქანას
ცეცხლი გაუჩნდა. როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
16:09 / 15.06.2020

ქალაქ გურჯაანში ავტოავარიას 60 წლამდე ფეხითმოსიარულე ქალი
ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ.კოტეხის დასახლებაში
მოხდა.
22:21 / 14.06.2020

თელავში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო. ნაზი ჯაშიაშვილი
ყვება, რომ მის ძმას ძაღლი შემოაკვდა.
15:07 / 09.05.2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრები 80 წლის მამაკაცის
ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს.
11:19 / 29.04.2020

ყვარელში 25 წლამდე კაცს ბლაგვი საგნით თავისა და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანებები მიაყენეს. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ ოჯახში
მასპინძლის სიძის ძმას სტუმრად მყოფი მამაკაცი რკინის საგნით
ფიზიკურად გაუსწორდა.
22:41 / 28.04.2020
სხვა სტატიები