საზოგადოება
ხორცით მოვაჭრეები 400 ლარით დააჯარიმეს [video]
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა გურჯაანის “გლეხური ბაზრის” 10 მოვაჭრე 400-400 ლარით დააჯარიმა.


როგორც ჩვენთან საუბარში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ელენე გიორგაძემ განმარტა, მოვაჭრეები გაფრთხილებილები იყვნენ, რომ 2014 წლის დეკემბრის ბოლომდე სავაჭრო დაწესებულებაში ცივი და ცხელი წყალი შეეყვანათ, გაეკეთებინათ სადრენაჟე სისტემა, მაგრამ რეალიზატორებმა ეს მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.

"გლეხური ბაზრის" მოვაჭრეები კი ამბობენ, რომ ბაზარში წყალგაყვანილობა არ არსებობს და შესაბამისად, ამ საკითხის მოწესრიგება შეუძლებელია. ისინი ბაზრის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ წყალი ბაზრის ხელმძღვანელობამ დიდი ხნის წინ ჩაუჭრათ. ბაზრის დირექტორი ლამარა აკოფაშვილი კი განმარტავს, რომ მოვაჭრეებმა წყლის მრიცხველები არ შეიძინეს და ხაზიც ამიტომ ჩაუჭრეს. თუმცა საშუალება აქვთ, ეს პრობლემა საკუთარი ხარჯებით მოაწესრიგონ.

ხორცით მოვაჭრეებს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მეორე ვადად 15 მარტი განუსაზღვრა.
| Print |
FaceBook Twitter Google