საზოგადოება
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირება კახეთში
 მარინა პეტრიაშვილი გასულ კვირას გურჯაანში, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში `სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა~ პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, `აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის~ და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  "ეს არის პროექტი, რომლის მიზანიც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირება კახეთში. ის დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" მიერ. პროექტის ფარგლებში ჩვენ რეაგირებას ვახდენთ და ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც დახმარება ეკუთვნით და არ არიან ჩართულები სახელმწიფო პროგრამაში. ეს პროექტი უკვე ორი თვეა მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში უკვე 25 საქმე გვაქვს შესწავლილი. აგრეთვე ვთანამშრომლობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. პროექტი 2011 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება," _ გვითხრა სამოქალაქო აქტივების პროექტის იურისტმა გელა მთვლიშვილმა. პრეზენტაციის დასასრულს `სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა~ მედიაორგანიზაციებს სოციალურად დაუცველთა უფლებების დასაცავად თანამშრომლობა შესთავაზა და იმ ადამიანებზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა, რომელთა პრობლემებზეც ჟურნალისტური მასალები მომზადდა.
| Print |
FaceBook Twitter Google