საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს წინასაახალწლო დღეებში თავი შეიკავოს საეჭვო ადგილებში გაურკვეველი წარმომავლობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისაგან:

· ნუ შეიძენთ მაღალი რისკის სურსათს (ხორცი და ხორცპროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ბავშვთა საკვები) ქუჩაში, არასათანადო შენახვისა და რეალიზაციის პირობებში

· სურსათის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ვარგისიანობას - დააკვირდით, რამდენად ახალია ის

· ეტიკეტზე ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას და შენახვის პირობებს

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სურსათი /