საზოგადოება
რამდენი ახალშობილი დაიბადა 2015 წელს
"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარის თამარ ჩიბურდანიძის ინფორმაციით, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში 55 ათასამდე ახალშობილი დაიბადა.
"2015 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოში  55 ათასამდე ახალშობილი დაიბადა, რაც 2014 წლის 11 თვის მაჩვენებელს 400 ერთეულით აღემატება.
"დემოგრაფიული აღორძინების ფონდისთვის", ახალშობილების სქესთა თანაფარდობა უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ შემცირებულია  გარდაცვლილი ახალშობილების რაოდენობა. ასევე შემცირებულია აბორტების შემთხვევები" - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე თქმით, სტატისტიკის დეპარტამენტი სრულ მონაცემებს თებერვლის თვეში გამოაქვეყნებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახალშობილი /