საზოგადოება
საქონლის ფეკალიებით დაბინძურებული დიდების მემორიალი
გურჯაანში, დიდების მემორიალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა საქონლის ფეკალიებითაც არის დაბინძურებული.
მოსახლეობა ტერიტორიის რეგულარულად დასუფთავებას და კონტროლის დაწესებას ითხოვს.
"წლებია აქ უკვე ეს მდგომარეობაა. ერთ დროს ხალხისთვის საყვარელი და დასასვენებელი ადგილი, ნაგვის ბუდედ არის ქცეული. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. ტერიტორიას წელიწადში ერთხელ, 9 მაისისთვის ასუფთავებენ. ვიღაცამ აუცილებლად უნდა იზრუნოს მის მოვლა-პატრონობაზე."-აღნიშნა რიმა ბერიკაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, ტერიტორიას რეგულარულად ასუფთავებს შპს "კეთილმოწყობის" სამსახური.
"მიუხედავად ამისა, მოქალაქეები მაინც აბინძურებენ. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ შპს-ს თანამშრომლები კიდევ დაასუფთავებენ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მუნიციპალიტეტის სახელით მოვუწოდო მოსახლეობას, დაიცვან სისუფთავე და ამ ტერიტორიაზე საქონელი აღარ გაიყვანონ."

შეგახსენებთ, რომ დიდების მემორიალთან დაკავშირებით გაზეთი "სპექტრი" რეგულარულად წერდა. რამდენიმე წლის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ნაგვის ურნებიც დაამონტაჟა, თუმცა ამ დროისთვის ზოგიერთ ურნას ძირი საერთოდ არ აქვს, ზოგიც მოგლეჯილია.



| Print |
FaceBook Twitter Google