საზოგადოება
გაფრთხილება აღსაზრდელების მშობლებს
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის ლელა თევდორაშვილის თქმით, H1N1 ტიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, გაციებული თანამშრომლები და აღსაზრდელები ბაღებში არ დაიშვებიან.
"მწვავე ვირუსული ინფექციების გავრცელებასთან დაკავშირებით, გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში გარკვეულ ღონისძიებებს ვატარებთ. თითოეული მენეჯერი გავაფრთხილეთ, თუ თანამშრომელს აღენიშნება გრიპის სიმპტომი, ის საპატიო მიზეზით არ დაუშვან სამსახურში. ეს ეხება აღსაზრდელებსაც. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მშობლებს: ბავშვს, რომელსაც აღენიშნება გრიპის სიმპტომები, არ მოიყვანონ საბავშვო ბაღში."-აღნიშნა მან.

ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში შეტანილია სადეზინფექციო სითხე, ხდება ოთახების განიავება და ინტენსიური დაქლორვა. მისივე თქმით,  საბედნიეროდ, ვირუსის შემთხვევა არც ერთ ბაღში არ დაფიქსირებულა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მშობლებს გარკვეული შიში აქვთ, აღსაზღდელების რაოდენობამ მკვეთრად იკლო.

| Print |
FaceBook Twitter Google