საზოგადოება
გურჯაანის 12 ბაღში ბავშვები არ გამოცხადდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების რაოდენობამ იკლო. დღეის მდგომარეობით ბავშვები 12 საბავშვო ბაღში არ გამოცხადდნენ.
"მიუხედავად ამისა, ყველა საბავშვო ბაღი ღიაა. თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მშობლები ბავშვების მიყვანისგან თავს კლიმატური პირობების გამო იკავებენ. რაც შეეხება ვირუსულ ინფექციას, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყოველდღიურად ყველა ბაღში ხდება აღსაზრდელების აღრიცხვა. წინა კვირას 1100 ბავშვი იყო დაფიქსირებული. გუშინ გამოცხადდა 266, დღეს კი 193 აღსაზრდელი."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა.

აღსაზრდელები არ გამოცხადდნენ: მუკუზნის, ველისციხის მეორე, ბაკურციხის, კარდენახის პირველ, კარდენახის მეორე, არაშენდის, ზემო კაჭრეთის, ვაჩნაძეანის, კალაურის პირველ, კალაურის მეორე, ქალაქ გურჯაანის მესამე და ჭანდრის საბავშვო ბაღებში.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაგა-ბაღები /