საზოგადოება
კახეთის პოლიციას ახალი მანქანები გადაეცა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით რეგიონების პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 25 ახალი მაღალი გამავლობის "ფორდ რეინჯერის" მოდელის ავტომანქანით შეივსო. როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს ახალი ავტომანქანები კახეთის პოლიციის დეპარტამენტსაც გადაეცა.
დეპარტამენტის წარმომადგენლებს მანქანები პირველმა მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა პირადადა გადასცა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო. მისივე თქმით ახალი მანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციას გადაადგილებას გაუადვილებს.






| Print |
FaceBook Twitter Google