საზოგადოება
საქველმოქმედო აქცია წინანდალსა და იყალთოში
თელავის თვითმმართველი თემის იყალთოს და წინანდლის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჯანმრთელობის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში "გარდაბნის ჯანმრთელობის კაბინეტი"-ს თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. კერძოდ, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევა, აგრეთვე სისხლში შაქარის შემცველობის დადგენა.
უფასო სამედიცინო მომსახურებით იყალთოში 170-მა, ხოლო წინანდალში 174 - მა მოქალაქემ ისარგებლა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ზურაბ სვიმონიშვილის თქმით, ანალოგიური გამოკვლევები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც უახლოეს მომავალში ეტაპობრივად გაიმართება.
ჯანმრთელობის საქველმოქმედო აქცია "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ინიციატივითა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google